შოუ წვიმის ქვეშ IV. კაცი vs ქალი
ღონისძიების შესახებ
მათ დაიპყრეს 400 ქალაქი, 20 ქვეყანა, 3 კონტინენტი და მილიონობით აღფრთოვანებული მაყურებელი მთელ მსოფლიოში — ამ ბიჭებისთვის შეუძლებელი არაფერია! მათი შოუ — ემოციებისა და ვნებების ქარიშხალია, სტიქიათა ბრძოლა, სადაც ცეცხლი წყალს შეერკინა. ცეკვის თეატრი «Шторм»: ისინი არ ელოდებიან, როდის დასრულდება ჭექა-ქუხილი, მათ წვიმაში ცეკვა იციან.
«შოუ წვიმის ქვეშ» — უნიკალური საცეკვაო პროექტია, რომლის ანალოგი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, რუსული ფენომენი და სანქტ-პეტერბურგის სიამაყე. ცდუნებას აბსოლუტურად ყველა ემორჩილება, სქესის, ასაკის, ეროვნებისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. ყველა, ვინც ერთხელ მაინც იხილა ისინი სცენაზე, ვეღარ დარჩება გულგრილი და დაბრუნდება ისევ და ისევ, რომ მიიღოს ენერგიისა და უგუნური დრაივის უძლიერესი მუხტი.
«შოუ წვიმის ქვეშ» — ეს არის ცეკვა საზღვრების გარეშე, ჟანრებისა და სტილების უნივერსალური ნაზავი, კლასიკიდან ბრეიკ-დანსამდე და აკრობატიკამდე. მათ არსენალში უკვე ხუთი ორიგინალური შოუა, რომლებიც ღრმა დრამატურგიასა და ავტორის ქორეოგრაფიაზეა აგებული.
რა უნდა ქალს? და რა უნდა კაცს? თითქოს ყველას ერთმანეთის გაგება, ზრუნვა და სიყვარული უნდა, მაგრამ რატომღაც კაცები და ქალები ამას სხვანაირად ხედავენ! «შოუ წვიმის ქვეშ» განახლებულ სპექტაკლში «კაცი და ქალი» შეეცდება უპასუხოს კითხვას: ვინ არის მართალი — კაცი თუ ქალი?!
ნათელი და ემოციური დადგმა წვიმის ქვეშ, სადაც კაცის ფიქრები სქესთა ურთიერთობაზე სიტყვითა და სხეულის პლასტიკით იქნება გამოხატული! კაცებს უჭირთ ურთიერთობებზე ყველა ფიქრის გამოხატვა — ამიტომ ჩვენ ამას ყველა კაცის ნაცვლად გავაკეთებთ!
შოუ წვიმის ქვეშ «კაცი და ქალი» — მათთვის, ვისაც უკვე შეხვედრია სიყვარული. მათთვის, ვინც იცის, რა ხდება პირველი შეყვარებულობის შემდეგ; ვინც იცის, როგორ გლეჯს ნაწილებად, როცა ერთად არ ხართ; ვინც იცის, რომ იუმორისა და პოზიტივის გარეშე ვერ გაძვრები!
თანამედროვე, ავტორის მსოფლიო დონის ქორეოგრაფია წვიმის ქვეშ ყველა მაყურებელს შთაბეჭდილების ქვეშ დატოვებს! კაცური, ბრუტალური სილუეტები, ოსტატურად განათებული თანამედროვე განათების სპეცეფექტებით, დიდხანს დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას!
კაცური ფილოსოფია ურთიერთობებზე შთააგონებს მსოფლიოს პოზიტიურ ხედვას!
ფინალური ნომრები წყლის ნაკადების ქვეშ სრულდება.