
რობლოქსის სამყარო
ღონისძიების შესახებ
Мოსკოვის კომპიუტერული აკადემია წარმოგიდგენთ ინტერაქტიულ სპექტაკლს, რომელიც შექმნილია Roblox-ის პლატფორმაზე არსებული თამაშების მოტივებზე.
შოუს მთავარი გმირი ხვდება კომპიუტერულ თამაშში, საიდანაც ვერ ახერხებს გამოსვლას და მხოლოდ მაყურებლების დახმარება და მონაწილეობა ეხმარება მას ლოგიკური აზროვნების გაუმჯობესებაში, თამაშის სამყაროების შესწავლასა და მათგან გამოსვლაში.
გელოდებათ შოუ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სპეცეფექტების გამოყენებით: LED სპინერ-შოუ, საპნის ბუშტების ილუზია, შოკოლადის ფეიერვერკი, ასევე აღმოჩნდებით ქიმიურ ლაბორატორიაში!
სპექტაკლის განმავლობაში თითოეულ თქვენგანს შეუძლია შექმნას თავისი საყვარელი გმირი და მისი შინაური ცხოველი.
ყველას, ვინც თამაშების გმირების კოსტიუმით მოვა, გადაეცემა სუვენირი. ტარდება ნახატების კონკურსი კომპიუტერული თამაშების თემაზე და პრიზების გათამაშება.


