სასწაულების დრო!
ღონისძიების შესახებ
მხოლოდ ჯადოსნურ ზღაპარში შეიძლება მოხვდე საპნის ბუშტების წვიმაში, გაიარო ეგვიპტური მარათონი მომხიბვლელ კლეოპატრასთან ერთად, გადაადგილდე სივრცესა და დროში; იხილო მხიარული ორკესტრი გიგანტი კურდღლებისა და მოაწყო მათთან სტაფილოს ჩემპიონატი, იხსნა აღმოსავლელი პრინცესა, აღმოჩნდე კარნავალური ვენეციის მოედანზე, სადაც ბალს მეფე-ჯადოქარი მართავს; ესროლო კანფეტის ქვემეხიდან და გემრიელით გაერთო.
დამაინტრიგებელი სიუჟეტი და ინტერაქტივი! სწორედ ის, რაც სჭირდებათ თანამედროვე ბავშვებს და მათ ჭკვიან მშობლებს!
იგრძენი მაგია!
მოფრენილი საგნები, თოვლივით თეთრი მტრედების გამოჩენა ჰაერიდან, ფერადი აბრეშუმის შადრევნები, სანქტ-პეტერბურგის პირველი საპნის შოუ, მანათობელი სურათები ჰაერში — ეს ჩვენი შოუს ყველაზე მომხიბვლელი ნაწილი არ არის!
ყველაფერი გაჯერებულია ილუზიონური ეფექტებითა და საოცარი ტრიუკებით!
მაყურებლის მონაწილეობა და აღფრთოვანება გარანტირებულია!
შოუ ჩუქნის დაუვიწყარი ემოციების კალეიდოსკოპს და რწმენას, რომ საოცრებათა ქვეყანაში ყველას შეუძლია აღმოჩნდეს, მთავარია — დაიჯერო!
100% მაგია და თავგადასავალი!
5 წლამდე ბავშვებს შეუძლიათ ერთი ბილეთით გაიარონ ერთ თანმხლებ პირთან ერთად, იმ პირობით, რომ ბავშვი დარბაზში ცალკე ადგილს არ იკავებს. 5 წლიდან ყოველ მაყურებელს უნდა ჰქონდეს ცალკე ბილეთი.